ზიმბაბვეში ჟურნალისტი კენეტ ნიანგანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მან ქვეყნის პირველი ლედის გრეის მუგაბეს შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
ჟურნალისტმა ყოველკვირეულ გაზეთში გრეის მუგაბეს შესახებ დაწერა, რომ მან ქვეყნის მთავარი პარტიის წევრებს საკუთარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელები აჩუქა. ჟურნალისტი წერდა, რომ “საჩუქრებში” პირველი ლედის საცვლებიც იყო.
Guardian-ის ცნობით, კენეტ ნიანგანი ციხეში 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
კომენტარები