ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მშვიდობიან სულისკვეთებას არ იცავს, აშშ არ დაუშვებს, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ირანის რეჟიმი მხარს უჭერს ტერორიზმს, ავრცელებს ძალადობას, სისხლისღვრას და ქაოსს მთელ ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ. ისინი შეთანხმების სულისკვეთებას არ იცავდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.
კომენტარები
