ოთხი ბავშვისა და მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა ბრაზილიის ერთ-ერთ ბაგა – ბაღში მომხდარ თავდასხმას. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, ბაგა-ბაღის დაცვის ყოფილმა წევრმა 4 წლამდე ბავშვებს და პედაგოგს საწვავი გადაასხა და დაწვა. ადგილზე მისულ პოლიციას მასწავლებელი და ბავშვები უკვე გარდაცვლილები დახვდათ, დანარჩენმა 15-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
კომენტარები