საბერძნეთში შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი დააკავეს.
10 წლის გოგონა 3 სექტემბერს გაიტაცეს.
გატაცებულ მოზარდს ბერძენმა სამართალდამცავებმა ერთთვიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გოგონა ერთ-ერთი კორპუსში იპოვეს, სადაც ის, მამასთან ერთად იმყოფებოდა.
როდესაც ბერძენი სამართალდამცავების ბინაში შეიჭრნენ, არასრუწლოვან მამას ლოგინის ქვეშ ჰყავდა დამალული.
სპეცოპერაციის დროს თავად გოგონა არ დაშავებულა. დაკავებულია 34 წლის ქართველი მამაკაცი და მისი მეგობარი ქალი, რომელსაც ის ბინა ეკუთვნის, სადაც გატაცებულ გოგონას მალავდნენ.
პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ბინაში აივანი ფიცრებით იყო აჭედილი, რათა არასრუწლოვანი მეზობლებს არ შეენიშნათ. ამჟამად, მოზარდი დედასთან იმყოფება.
კომენტარები