გერმანიის შემდეგ ძლიერმა შტორმმა პოლონეთსაც გადაუარა. ბოლო მონაცემით, სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალმა ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონები დააზარალა.
ქალაქ სეხნიცეში ქარმა ხეები წააქცია, შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ბინები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ასობით ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მსხვერპლი მოყვა სტიქიას გერმანიაშიც, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები