ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
მამაკაცებს ჭრილობები ბარძაყის არეში აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.
კომენტარები