ბათუმში დაჭრილი მამაკაცების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში დაჭრილი პირები სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები არიან.
დამნაშავე რამაზ ხიმშიაშვილია, რომლის დაკავების გამოც ბათუმის ცნობილი მოვლენები და აქციები დაიწყო. მან საკუთარი ძმა და ბიზნეს პარტნიორი დაჭრა. დაზარალებულები სამშენებლო კომპანია “რეალ პალასის” დამფუძნებლები არიან. ინციდენტი მათ ოფისში მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივეს ცეცხლნასროლი ჭრილობები ბარძაყის არეში აქვთ მიყენებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველებისვე თქმით, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, ოჯახურ უთანხმოებას უკავშირდება.
კომენტარები