საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 7 ოქტომბერს ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.ფ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ზოდები – საერთო წონა 2,202.2 გრამი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 130,749.13 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
კომენტარები