საკრებულოსთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
თბილისის საკრებულოსთან სიტუაცია დაძაბულია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და დეპუტატები, მათ შორის პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოში შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეები ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
კომენტარები