საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,ლაგოდეხი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 9 – 10 ოქტომბერს, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის სამი მოქალაქისა და საქართველოს ერთი მოქალაქის ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრასპორტო საშუალებების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერებები ოპიუმი (2,9 გრ.) და მარიხუანა (3,38 გრ.) აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
კომენტარები