ამერიკის მერილენდის შტატში, სადაც ედჯვუდის ბიზნესპარკში სროლები იყო, ბოლო ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ შერიფმა უილიამ დევისმა განაცხადა.
მისი თქმით, დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
შერიფის ინფორმაციით, ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ამ დროისთვის სამართალდამცველები მოწმეებს კითხავენ. ორი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მერილენდში სროლების შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევის ადგილის მახლობლად ხუთი სკოლა მდებარეობს, რომელთა მოსწავლეებს შენობის დატოვება აუკრძალეს.
კომენტარები