ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოში დაგეგმილი ორი კონცერტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„როგორც იქნა კონცერტი თვალწარმტაც საქართველოში – ორი შოუ“, – წერს ბიორკი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე და ასევე აქვეყნებს ინფორმაციას საკონცერტო სივრცეებსა და თარიღების შესახებ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ SOU-ის დამოუკიდებელი პროექტის ფარგლებში ჩამოდის. Bjork თბილისში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით ორ კონცერტს გამართავს – 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ გვერდის TKT.ge – ის დახმარებით ან საკონცერტო სივრცეების სალაროებში.
ბიორკის კონცერტებსა და გასაყიდი ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ფესტივალ SOU-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე არის შესაძლებელი.