დარწმუნებული ვარ, ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მივიღებთ და დღევანდელი დღე არის ამის კიდევ ერთი დასტური – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტისა და ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შეფასებისას გააკეთა.
“წინა ხელისუფლებას ჰქონდა პრეტენზია ევროინტეგრაციის პროცესის წარმართვაზე, მაშინ როდესაც ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანის ღირსება, ადამიანის ძირითადი უფლებები. დღეს ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესია. განსაკუთრებით დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით. სწორედ ეს ფუნდამენტური პროგრესი გვაძლევდა ჩვენ ევროინტეგრაციის ტემპების დაჩქარების საშუალებას. რეალურად, ეს ასეც მოხდა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების წყალობით მოხდა ის, რომ დაჩქარდა პროგრესი. კიდევ ერთხელ- ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის კომენტარს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.