ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” დიდი ბრიტანეთის სამეფოს ოჯახის წევრის მოკვლას გეგმავდა. საუბარია, ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის 4 წლის ვაჟზე, პრინც ჯორჯზე. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
როგორც ირკვევა, ცნობა იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის პატარა წევრზე თავდასხმა მზადდებოდა, დაზვერვის სამსახურმა, სოციალურ ქსელში, მიმოწერისას მოიპოვა.
რადიკალი ისლამისტები მესენჯერში ადგენდნენ გეგმას, როგორ უნდა დასხმოდნენ თავს და მოეკლათ პრინცი ჯორჯი ლონდონის სკოლაში.
კომენტარები