თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციების დროს 48 საათში 140 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულთა უმეტესობა სირიის მოქალაქე აღმოჩნდა. ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო მასალა და პროპაგანდისტული ლიტერატურა. გამოძიების ცნობით, ანკარაში დაპატიმრებულთა ნაწილი 29 ოქტომბერს დედაქალაქში ტერაქტს გეგმავდა, ხოლო სტამბოლში დაკავებული პირები, ამავე დღეს, სავაჭრო უბანში თავდასხმის მოწყობას აპირებდნენ. შეგახსნებთ, რომ თურქეთი 29 ოქტომბერს რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს.
კომენტარები