იტალიაში ტყე იწვის. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ. პიე-მონტეს რეგიონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ხანძრის ლოკალიზების ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო. თვითმფრინავები იტალიაში სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად ხორვატიიდან და შვეიცარიიდან ჩამოიყვანეს.
კომენტარები