აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ნიუ-იორკის ტერაქტის შემდეგ ძებნაში გამოცხადებული უზბეკეთის კიდევ ერთი მოქალაქე მუჰამადზოირ კადიროვი ნაპოვნია, თუმცა ბიურო მის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას აგრძელებს.
„მუჰამადზოირ კადიროვი ნაპოვნია, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას“, – ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს ნიუ-იორკის განყოფილების განცხადებაში.
გუშინ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თამაშემწემ ბილ სვინიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება კადიროვს „აღარ ეძებს“. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ მამაკაცი „ნაპოვნია“, მაგრამ დამატებითი კომენტარებისგან თავი შეიკავა.
არსებული ინფორმაციით, ნიუ-იორკში ტერაქტი 29 წლის უზბეკეთის მოქალაქემ საიფულო საიპოვმა განახორციელა. ის მწვანე ბარათის მფლობელი იყო და აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
თავდამსხმელი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და სროლა დაიწყო.