ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი მძინვარებს, ათასობით კატალონიელი ქუჩაში გამოვიდა და ესპანეთის მთავრობის, მიერ 8 რეგიონალური მინისტრის დაკავება გააპროტესტა.ესპანეთის პროკურატურა, ევროპული დაკავების ორდერით, ეძებს კატალონიის ლიდერ კარლეს პუიგდმონს, რომელიც სასმართლო დარბაზში არ გამოცხადდა და ამჟამად ბელგიაში იმყოფება.
გარდა ამისა, პროკურატურა 4 სხვა ყოფილ მინისტრასაც იბარებს, რომლებიც დღის წესრიგის იგნორირებას ახდენენ.
შეგახსნეებთ, რომ ესპანეთში საკონსტიტუცია კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 1 ოქტომბერს კატალონიის მთავრობამ და მოსახლეობამ ჩაატარა რეფერენდუმი, ესპანეთისგან გამოყოფის და ცალკე რესპუბლიკად ჩამოყალიბების შესახებ.
გასულ კვირას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა რეგიონალური პარლამენტი დაითხოვა და ადგილობრივი არჩევნები 21 დეკემბერს გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება, ესპანეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა იმიტომ მიიღო , რომ კატალონის კანონმდებლებმა, ჩრდილოეთით მდებარე რეგიონის დამოუკიდებლობას ხმა მისცეს.