მოსკოვის ტვერის რაიონულმა სასამართლომ, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიერ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დაარეგისტრირა.
ამის შესახებ „ინტერფაქსს“ სასამართლოს პრესმდივანმა ანასტასია დზიურკომ განუცხადა.
სარჩელის რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მიტინგების აკრძალვას ეხება.
„ყოველკვირა ჩვენ 200-მდე მოთხოვნას ვაგზავნით და ყველგან უარს ვიღებთ. ეს უარი აბსოლუტურად უკანონოა. კანონის მიხედვით, მიზეზის გარეშე მიტინგის აკრძალვა არ შეიძლება. ხელისუფლება ვალდებულია ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზოს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველაფრის კოორდინირება მოსკოვიდან ხდება. გამორიცხულია, რომ ყველა ქალაქში თანამდებობის პირები სპეციალური მითითების გარეშე ერთნაირად უკანონოდ მოქმედებენ“, – განაცხადა ოპოზიციონერმა.
კომენტარები