კიევში სამარშრუტო ტაქსი ადამიანებს დაეჯახა, რის შედეგად ორი პირი დაიღუპა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე, ტროლეიბუსიდან ხალხი ჩადიოდა, როდესაც მათ სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.
კომენტარები