თერჯოლის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი მოკლეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას ყელის არეში დაზიანება აღენიშნება. ბ.გ. ოთახში ბებიამ ნახა.
ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და ეჭვმიტანილი დაკავებულია.
კომენტარები