ტეხასში, ქალაქ საზერლენდ სფრინგის ეკლესიაში მამაკაცი, რომელმაც სროლა დაიწყო, ლიკვიდირებულია. მსროლელის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას შტატის მედია საშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ. ასევე სამართალდამცავებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად ბევრი ადამიანია დაღუპული, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება. ასევე არ არის ცნობილი დამნაშავის მოტივი. თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაინახეს თუ როგორ გადაადგილდებოდა სროლამდე ცოტა ხნით ადრე ეკლესიასთან შეიარაღებული მამაკაცი.
კომენტარები