აზიური ტურნეს ფარგლებში დონალდ ტრამპი იაპონიას ეწვია. სასახლეში ვიზიტის დროს, აშშ-ს პრეზიდენტს, მოთმინება არ ეყო და მოშინაურებულ თევზებს საჭმელი ერთიანად ჩაუყარა.
ფოტოზე, რომელიც თეთრი სახლის თანამშრომელმა სოცქსელში გამოაქვეყნა, ჩანს თუ როგორ ეცინებათ ტრამპის საქციელზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონსა და იაპონელ ქალბატონს.
ჟურნალისტების ცნობით, სტუმრების წასვლის შემდეგ, სასახლის თანამშრომლები სწრაფად მივიდნენ ტბასთან და იქაურობა დაასუფთავეს.
კომენტარები