ჩვენ უფრო საინტერესო თემები გვაქვს საქართველოს მთავრობასთან განსახილველი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ბედია, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა პაველ როზენკომ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, განიხილა თუ არა საქართველოს მთავრობის წევრებთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხები.
„მე ვარ უკრაინის ვიცე-პრემიერი ჯანდაცვის და კულტურის საკითხებში და მე არ ვიცი, რომელ კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს მიხეილ სააკაშვილის თემატიკა. არ გამაჩნია პროფესიული ინტერესი და არ ვარ დაკავებული ამ საკითხით. ჩვენ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი პროგრამა გვაქვს, რომელიც შეიძლება განვიხილოთ საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ გვაქვს უფრო საინტერესო თემები, ვიდრე მიხეილ საააკშვილის ბედია. მე ამ საკითხით არ ვარ დაკავებული“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
“ჩვენ უფრო საინტერესო თემები გვაქვს საქართველოს მთავრობასთან განსახილველი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ბედია”
2017/11/08 15:57:18
ნანახია: 1058 ჯერ