დღეს, 9 ნოემბერს წმიდა გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტში შედგა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თამარ ხვედელიანის წიგნის „ლიტერატურული წერილები“ პრეზენტაცია.
წიგნის პრეზენტაციას, გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც ეხება რუსთველოლოგიას, ქართულ ფოლკლორს, XIX საუკუნისა და თანამედრვე ქართული და თურქული მწერლობის საკითხებს.
თამარ ხვედელიანი ქალაქ თბილისშიდაიბადა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. ამავე დროს მუშაობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილებაში.
ამჟამად თამარ ხვედელიანი პედაგოგიურ მოღვაწეობას განაგრძობს თურქეთის რესპუბლიკაში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის რანგში. თამარ ხვრდელიანი არის ხუთი წიგნისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
კომენტარები