იმედია, ვცდები, თუმცა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობას მიმართავს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი არჩილ გამზარდია წერს და პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებას ეხმაურება.
“იმედია, ვცდები, თუმცა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობას მიმართავს და მთავრობის, როგორც ინსტიტუციის დაკნინებას იზრახავს მიზნად. მართალი ვთქვა, მე, როგორც მოქალაქე გიორგი ვოლსკის კომენტარს დავეთანხმებოდი, რომელიც ფიქრია ჩიხრაძეს გაუწონასწორებლობასა და არაეთიკურობაში ადანაშაულებს. ასევე უცნაურად მეჩვენება პრეზიდენტის ფლირტი ნაციონალურ მოძრაობასთან, თუმცა ამ ეტაპზე შევიკავებ თავს კონკრეტული პოზიციისგან”, – წერს გამზარდია “ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ უმრავლესობის დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა და მას არაადეკვატური უწოდა.
“უცნაურად მეჩვენება პრეზიდენტის ფლირტი “ნაციონალურ მოძრაობასთან”
2016/06/16 23:02:42
ნანახია: 3061 ჯერ