გვაქვს საფუძველი გამოვიტანოთ დასკვნა, რომ არსებობს რაღაც კავშირი გიგა ბოკერიას მისვლასა და იმ მესიჯების გაჟღერებას შორის, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“მნიშვნელოვანია, რომ ის სისულელეები, რაც არის ინტერპრეტაციაში, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რაც ტიმოშენკოს შემთხვევაში, ის სისულელე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვან მმართველობას აწარმოებს, ან თუნდაც ჩემი განცხადების არაეთიკურად მოხსენიება, ყველაფერი ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დილას, პრეზიდენტთან კონსულტაციებზე გიგა ბოკერია იმყოფებოდა. ამას მოჰყვა ვანო მაჭავარიანის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშვნა. გვაქვს საფუძველი გამოვიტანოთ დასკვნა, რომ არსებობს რაღაც კავშირი გიგა ბოკერიას მისვლასა და იმ მესიჯების გაჟღერებას შორის, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” გააჩნია, ან ეს ყველაფერი დამაფიქრებელი დამთხვევაა. “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიული განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს სტრასბურგის შეფასებები ამართლებს ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნას, ან მის მიმართ გამოტანილ განაჩენს, აბსოლიტურად ერთი-ერთში ემთხვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მესიჯებს. სწორედ ეს ბადებს ეჭვს, რომ ეს მესიჯები ერთმანეთთან შეჯერებულია”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ ფიქრია ჩიხრაძის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა საქმიანობაში და ამით ქვეყანას აზიანებს, “არ არის ადექვატური, უსაფუძვლოა და ქვეყნის წინააღმდეგ არის გაკეთებული.