ვაკეში N54-ე საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა.
არასრულწლოვნების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ვაკის რაიონის ჯგუფში ვრცელდება.
“დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან, სკოლიდან თანაკლასელთან ერთად დაიკარგა ბავშვი. გთხოვთ, თუ ვინმეს გეცნოთ ან ნახეთ, დარეკეთ ნომერზე – 557 74 37 30” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოძებნეს, თუმცა იქ ვერ ნახეს.
დამატებით დეტალებს “კვირა” შს სამინისტროში არკვევს.
კომენტარები
