ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დედაქალაქის ნაწილს, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში, სადგურ ლილოს და მეკოკიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანისა და ქებურიას ქუჩების მცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის და მამისაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა გავრცელდება საბურთალოს რაიონშიც, სადაც ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშილის, მარიჯანის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, ჩხეიძის, უნივერსიტეტის, ქავთარაძის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და სულხან ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, მოსულიშვილის, ხიზანიშვილის და ნოზაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში,ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მცხოვრებლებს.
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტეხის აღმართის, რუისის, ჩეხოვის, ცუცქირიძის, იორის, ხიდისთავის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსის, დუშეთის, ავლაბრის, მესხიშვილის, ხარაგაულის, სამრეკლოს, ერევნის, ლომოურის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის, ალვანის, სამოქალაქოს, არარატის, არმაზის, სპარტაკის, კალატოზის და ელენე ახვლედიანის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 12:30 საათიდან 13:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეტეხის აღმართის, ღვინის აღმართის, რუისის, ჩეხოვის, მეტეხის, ისნის, ფერისცვალების და ურბნისის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონში დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყირიმის და 9 ძმის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. ანალოგიური მიზეზით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჯავახიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში კი, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გრიშაშვილის, შუშინის და ფირდოუსის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.