თურქეთის ქალაქ კონიაში 14 წლის ქართველი მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ოჯახი ერთმანეთს პოლიციის განყოფილებაში დაუპირისპირდა და ერთმანეთს სახლების დაწვაში ადანაშაულებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის განყოფილების ეზოში მოხდა.
ჩხუბის დროს მეორე 13 წლის მოზარდმა დაურეგისტრირებელი იარაღიდან გაისროლა და თავისი თანატოლი დაჭრა. ჭრილობა ფეხისა და მუცლის არეში მიაყენა.
ინციდენტის შედეგად, მხარში ქართველი მოზარდის დეიდაც დაიჭრა.
იარაღიდან გასროლის შემდეგ 13 წლის ბიჭმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
pia.ge
კომენტარები