20 ნოემბერს, „ბრუკლინთან” მოგებული მატჩის შემდეგ, აღმოსავლეთის ტურნეში მყოფი „გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა ჟურნალისტებს საინტერესო ისტორია მოუყვა.
„ზაზა ფაჩულიას ორი ვაჟი ჩვენთან ერთად მოგზაურობს. ისინი ამ ტურნეში “უორიორზისთვის” ბოლბოის ფუნქციებს ასრულებენ. ზაზამ გუშინ საღამოს მითხრა, რომ ზედიზედ მეორედ წაგების შემთხვევაში, თავის შვილებს FedEx-ით უკან სან ფრანცისკოში გააგზავნიდა. ძალიან მიხარია, რომ ის თამაში მოვიგეთ და ბავშვები FedEx-ის ყუთში ჩასმას გადაურჩნენ”, – იხუმრა სტივ კერმა.
კომენტარები