თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 51 ყოფილი მასწავლებელი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანკარას პროკურატურამ 107 ყოფილი მასწავლებლის დაკავების ორდერი გასცა. თურქი სამართალდამცველები ოპერაციას ატარებენ დანარჩენი 56 ეჭვმიტანილის დაკავების მიზნით.
კომენტარები