სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი.
ამის შესახებ სუსის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო გიორგობიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქვით, დანარჩენი პირების დასაკავებლად სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები საქართველოს მოქალაქეები არ არიან და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.
„წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს, ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიჭრა“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული პირების იდენტიფიკაცია.