რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში და ქალაქ ჩელიაბინსკში რადიაციული გაჟონვის შედეგად, 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა რუტენიუმ – 106-ით დასხივების საფრთხის შემცველი დოზა მიიღო -ამის შესახებ „რეზონანსი“ წერს.
მათივე ცნობით, დაბინძურების ზონა და ჩელიაბინსკი ალყაშემორტყმულია და ქალაქიდან გასვლის უფლება არავის აქვს.
2017 წლის 29 სექტემბერს, ევროპის რადიოაქტიური მონიტორინგის ცენტრმა კონტინენტის ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერება რუტენიუმ-106-ის მომატებული დონე დააფიქსირა. თუმცა, 6 ოქტომბრიდან ელემენტის რაოდენობამ ატმოსფეროში იკლო და ნოემბრისთვის მონიტორინგის სადგურებში მისი არსებობის ფიქსირება შეწყდა.
კომენტარები