ლიბიაში მიგრანტებს მონებად აუქციონზე ყიდიან, ვიდეო რამდენიმე დღის წინ СNN-მა გაავრცელა.
კადრები, სავარაუდოდ, აგვისტოშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ ფერმაში სამუშაოდ აფრიკელ მიგრანტებს ყიდიან.
„ძლიერი ბიჭები! 400… 700… 800,“ – ასახელებს ვიდეოში მამაკაცი.
„სიენენის“ ინფორმაციით, მსურველებმა, საბოლოოდ, თითოეული მიგრანტი 400 დოლარად შეიძინეს. ლიბიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აუქციონის თაობაზე გამოძიებაა დაწყებული.
თანამედროვე მონობის გასაპროტესტებლად აქციები მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. გასულ კვირას მომხდარს დემოსტრაციით გამოეხმაურნენ პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში. საკუთარი სოლიდარობა კი ლიბიელებმა სოციალურ ქსელებში გამოხატეს, ჰეშთეგით #LibyansAgainstSlavery.
კომენტარები