დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც სასტუმრო „ლეოგრანდში” დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
მინისტრის თქმით, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.
„ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. მძიმე ამბავია. გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენს, ვისი დანაშაული იყო და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება. ამავე დროს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც უამრავი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს. ესენი იყვნენ მაშველები, სასტუმროს თანამშრომლები თუ უბრალოდ რიგითი მოქალაქეები”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომენტარები