ჩოხებში გამოწყობილი გეი წყვილის ქორწინების შემდეგ, ქართველ „ფეისბუკმომხმარებელს“ ახალი „სანერვიულო“ გაუჩნდა – თანამედროვეობის „მსახვრალი“ ხელი ხინკალსაც შეეხო და გააფერადა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ცისარტყელა თითქმის პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული, რამდენად დაიმკვიდრებს თავს ფერადი ხინკალი, უცნობია, თუმცა როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, რესტორანი, სადაც მსგავსი განსხვავებული კერძის მირთმევა შეიძლება, პოპულარობას არ უჩივის და ამაში ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ ცისატყელა-ხინკალი თამაშობს.
კომენტარები