ტელეწამყვანი ეკა ხოფერია სოფი ლორენის დასახვედრად ყველაზე მეტად ემზადებოდა. სწორედ ამის შესახებ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ამ ყველაფრის გამო დიზაინერმა 3–4 დღე აშიმშილა. გთავაზობთ მის სტატუსს უცვლელად:
“იმედია, არ მცემს, ამას რო ვპოსტავ. ყველა დიზაინერს ხომ თავისი ფრაზები აქვს და თეონა თავართქილაძისას მე გეტყვით. მოკლედ, ვიკერავ კაბას თეონასთან სოფი ლორენის საღამოსთვის. მოგეხსენებათ, ცოტა „ფორმები“ მაქვს, შეკერვა რთულდება. თან, მე აქეთ ვეწუწუნები, ის არ გამომიჩნდეს, რაც დისკომფორტს შემიქმნის. მაწყნარებს, მშვიდად ასწორებს დეტალებს და უცებ წყნარად მეუბნება: და არ შეიძლება, რომ… (მერე პაუზა), ერთი სამი დღე არაფერი ჭამო? შესაკერად ზუსტად 3-4 დღე ჰქონდა, 3-4 დღე არა, მაგრამ 1-2- შევუსრულე. თეონა, ძალიან მაგარი ხარ, გემოვნებიანი, ტაქტიანი, პასუხისმგებლობით აღსავსე და მადლობა, თან რომ გადამყევი და 1-2- დღეც მაშიმშილე…”, – წერს ეკა ხოფერია.