კომპანია „სილქნეტი“ ქართულ არხებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს 6 ქართული არხი არ გაეთიშებათ.
“ძვირფასო მომხმარებლებო, გვსურს გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ არხებთან.
“სილქნეტის” ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს, ფასის უცვლელად შეუნარჩუნდება “რუსთავი 2”, “იმედი”, “ჯიდიესი”, “მარაო”, “მაესტრო” და “კომედი არხი”. ასევე, მოცემულ არხებზე ეტაპობრივად აღდგება გადახვევის სტანდარტული რეჟიმი”, – ნათქვამია “სილქნეტის”მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები