დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში გამართულ ე.წ. პირბადეების აქციას კრეატიულსუწოდებს და აცხადებს, რომ მერიაში შესული პირველადი ინფორმაციის გათვალისწინებით, ვიცე-მერის რეაქცია ნორმალური იყო.
ამის შესახებ კახა კალაძემ სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნის შემდეგ, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა, პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, თითქოს ძეგლები დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო. სხვათა შორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები