თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებების დამონტაჟების პროცესს დაესწრო. დედაქალაქის მთავარ გამზირზე საახალწლო განათება მთლიანად შეიცვალა.
თბილისის მერის ინფორმაციით, ამ მიზნით ბიუჯეტიდან დაახლოებით 3.5 მილიონი ლარი გამოიყო. კახი კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მაქსიმალურად ცდილობს, რომ მცირე ბიუჯეტის ფარგლებში დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი ხარისხიანად განათდეს და გემოვნებით მოირთოს.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, თბილისის მერიის მიერ შარშან შეძენილი განათებები სხვადასხვა უბნებში განაწილდება. ”საახალწლოდ მგონია, რომ საკმაოდ კარგი იქნება ცენტრალური ნაწილი. „თბილსერვისჯგუფმა“ დაიწყო აღნიშნული სამუშაოები. დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია დახარჯული განათებისთვის. სამწუხაროდ, ყველა რაიონი, ყველა ქუჩა ვერ იქნება მორთული, რადგან ამის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, თუმცა რაც გვაქვს, იქნება გემოვნებით გაკეთებული. რაც შეეხება შარშან თბილისის მერიის მიერ შეძენილ განათებებს, ის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.