რუსეთის ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ჟირინოვსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება თავის თავს არცხვენს მიხეილ სააკაშვილის დევნით.
მისი თქმით, როდესაც სააკაშვილი არაკომფორტული გახდა კიევის „დემოკრატებისთვის“, ის მოგონილი მიზეზით გააგდეს, ხოლო როდესაც განაცხადა, რომ პოროშენკოს იმპიჩმენტი სურს, სამარცხვინო აქცია ჩაატარეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს.
„როგორი არამზადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში, რთულია იმის უარყოფა რომ მას შეუძლია მუშაობა. მას ამას ვერ წაართმევ.
სააკაშვილმა ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა გააჟღერა – პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ“? მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოუვათ მათ. ხელები შორს მიშიკოსგან!“ – დასძინა ჟირინოვსკიმ.