საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განაცხადა, დღეს და უახლოესი ორი დღის განავლობაში საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა.
მისივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება ან კლება მოსალოდნელი არ არის.
ჰაერი 28-დან 33 გრადუსამდე გათბება.
კომენტარები