კალათბურთელი ბექა წივწივაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შიო ხეცურიანს მხარდაჭერას უცხადებს.
“ჩემი მხარდაჭერა შიო ხეცურიანს ! ადამიანს, რომელიც მაძლევს იმის იმედს, რომ კალათბურთი განვითარდება ! ძალიან კარგად ვიცი, თუ რა მდგომარეობაა ქართულ კალათბურთში და ვინც არ არის ჩახედული ალბათ იტყვის, რომ გვყავს ძალიან წარმატებული ეროვნული ნაკრები და რატომ არის ცუდი მდგომარეობა?!
1) ჩვენ შეგვეძლო გვყოლოდა და გვყავდეს ბევრად ძლიერი ეროვნული ნაკრები,რომ გვქონოდა კარგი ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც არის უსუსტესი, რაც კარგად დამტკიცდა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა დინამომ ყველაზე დაბალი დონის ევროტურნირზე ყველა თამაში დათმო და ძალიან სუსტად გამოიყურებოდა !!! 2) ვერ ვითარდებიან მწვრთნელები და სუპერლიგის მოთამაშეები ! 3) ბავშვთა კალათბურთი , რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს უმძიმეს მდგომარეობაშია!ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე იჩაგრება და იკარგება, რაც მიუღებელია ყველგან, მითუმეთეს ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა! პირადად მე ამ პრობლემებს დიდი ხანია ვხედავ და აზრიც არაერთხელ გამომითქვამს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ვერ ვხედავდი ისეთ ადამიანს ვისაც შეეძლო რამე შეეცვალა. შიო ხეცურიანი კი არის ნამდვილად ღირსეული ადამიანი, ვინც იმსახურებს ჩაუდგეს სათავეში ქართულ კალათბურთს და ააღორძინოს !!! Shio Khetsuriani “