ელისო კილაძე ინგა გრიგოლიას ფეისბუქს-გვერდზე ნინო კუზანოვას მიერ, პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვებას გამოეხმაურა. კუზანოვამ პარტია ორი დღის წინ, იმიტომ დატოვა, რომ პარტიის საარჩევნო პროგრამა მისთვის ბუნდოვანი იყო.
ელისო კილაძე: პარტიის პროგრამას და საარჩევნო საარჩევნო კოდექსს ყრილობამდე რომ გაცნობოდა ვერა?!
ნინო კუზანოვა: თქვენს თავს მიხედეთ ელისო და ჩიტებს და წყაროებს. და გირჩევდით სპორტით დაკავდეთ, მეტი პოზიტივი გექნებათ.
ელისო კილაძე: რატომ ასე აგრესიულად? კითხვა დავსი სრულიად ლეგიტიმური, თან პოლიტიკაში ხართ და უნდა მიეჩვიოთ.
ნინო კუზანოვა: ელისო დაიძინეთ, გვიანია. ჩიტებს სძინავთ უკვე, სრულიად ლეგიტიმურად ვზრუნავ თქვენს მუდამ დაჭიმულ ნერვებზე.
ელისო კილაძე: ნერვები მშვიდი მაქვს ნუ.
კომენტარები