მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკრაინის პროკურატურა ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენს.
რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი თავს კარგად გრძნობს. ადვოკატის ცნობით, სააკაშვილი დაკავებას შიმშილობით აპროტესტებს.
მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
კომენტარები