დღეს ბრიუსელში იწყება ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი, რომლის მთავარი თემები „ბრექსიტი“, მიგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და თავდაცვის საკითხები იქნება. ამის შესახებ ევროსაბჭოს საიტზეა ნათქვამი.
„ბოლო თვეებში ჩვენი ერთიანობა წარმოუდგენელი იყო და მე მსურს ყველა თქვენგანს ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მყარად ვდგავართ ერთად, მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, როდესაც ეს საჭიროა. ამ კვირაში ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ერთიანობის შენარჩუნება შესაძლებელია. ამის საუკეთესო მაგალითი ევროპული თავდაცვის სფეროში ახალი თანამშრომლობის – PESCO-ს პროგრამის დაწყება იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.
კომენტარები