რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს დანიშნა. ფედერაციის საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და კანდიდატებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ და აგიტაცია დაიწყონ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 18 მარტს რუსეთის მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ.
კომენტარები