მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, – როგორ გაიქცა ის იზოლატორიდან, როდესაც პირველი კურსის სტუდენტი იყო.
სააკაშვილის თქმით, „კაგებემ“ ის, 1986 წლის მაისში დააკავა.
„როდესაც პირველ კურსზე ვიყავი უკრაინის КГБ-მ დამაკავა. უფრო ნაკლები დრო ვიჯექი, იმავე იზოლატორში, სადაც ახლა მიმიყვანეს. სხვათა შორის, სახურავიდან გავიქეცი მაშინ. რამდენიმე დღე ვიმალებოდი, შემდეგ მაინც ამიყვანეს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის ყოველთვის გარბის.
„ის ხალხი, ვინც 1986 წელს დამაკავა, ცოტათი განსხვავდება იმ ხალხისგან, ვინც ახლა დამაკავა. ბრალდებებიც ერთი და იგივეა“, – დასძინა სააკაშვილმა.
კომენტარები