ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციამ სხიპჰოლის აეროპორტში მამაკაცს ესროლა, რომელიც დანით იყო შეიარაღებული.
მომხდარის გამო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, თავად დაჭრილი ეჭვმიტანილი კი სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მომხდარის შედეგად ავიამიმოსვლა არ შეფერხებულა.
კომენტარები